ცნობილი რუსული ჯგუფი "მაშინა ვრემენი“ 2011 წლის პირველ კონცერტს იაპონიის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულებს მიუძღვნის.
კოლექტივის გამოსვლა 18 მარტს შედგება და კონცერტიდან მიღებული მთელი თანხები სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულებს გადაერიცხებათ. ეს იქნება არა მხოლოდ ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, არამედ შემოწირულობები, რომლებსაც მსურველები კონცერტის დროს, პირდაპირ დარბაზში გაიღებენ.
"მაქვს განცდა, რომ ჩვენთან მომხდარს უყურებენ, როგორც ავარიას ზოოპარკში და მინდა შევცვალო ეს დამოკიდებულება. მესმის, რომ ჩვენ იაპონიას ვერ გადავარჩენთ, მაგრამ იქნებ მაგალითი მაინც მივცეთ?“ – განაცხადა "მაშინა ვრემენის“ ლიდერმა ანდრეი მაკარევიჩმა.
ჯგუფის ბასისტის თქმით კი, 1987 წელს, როდესაც იაპონიაში პირველად ჩავიდა, იგი მოიხიბლა იაპონელების დამოკიდებულებამ სხვა ადამიანების უბედურების მიმართ.
"საერთოდ, მას, ვინც ღმერთის არსებობის შესაძლებლობას უშვებს, უნდა ესმოდეს, რომ სხვისი უბედურება არ არსებობს. ნუთუ ჩვენ უარესები აღმოვჩნდებით?“ – განაცხადა მუსიკოსმა.