მილანური თევზის ღვეზელი

მილანური თევზის ღვეზელი

გამდნარ მარგარინში მოშუშეთ ფქვილი, გადაურიეთ რძეში, დაუმატეთ ტომატი–პიურე, ყველი, ათქვეფილი კვერცხის გული, მარილი, წიწაკა და კარგად აურიეთ.

თევზი მოშუშეთ ზეთში და მოასხით მომზადებული საწებელი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა.

ეს მასა მოათავსეთ ზეთწასმულ ყალიბში და შედგით ცხელ ღუმელში, როცა ზედაპირი გაუოქროსფრდება, გამოიღეთ და მორთეთ ლიმონის თხელი ნაჭრებით.

ინგრედიენტები:

თევზის ფილე – 500 გრამი,

გახეხილი ყველი – 100 გრამი,

ტომატი-პიურე – 2 სუფრის კოვზი,

პურის ფქვილი – 2 სუფრის კოვზი,

მარგარინი – 2 სადილის კოვზი,

რძე – 1 ჭიქა,

კვერცხი – 2 ცალი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ჩინური.