კომპანია “მიშლენი“ უკვე 100 წელზე მეტია საავტომობილი საბურავებს აწარმოებს: 100 წელზე მეტი ხნის წინ ასევე დაიგეგმა სარესტორნო გიდი მიშლენი. იგი ერთგვარი ცნობარი გახდა ავტომობილისტებისთვის. გამომცემლებმა თავდაპირველად საავტომობილო საბურავების სარეკლამო პროსპექტი გამოუშვეს და გვერდით რესტორნების სია განათავსეს, სადაც “გზად“არც თუ ურიგოდ წახემსებაა შესაძლებელი.
თანდათანობით რესტორნების მაჩვენებელ-გზისმკვლელის ფუნქცია მეორე პლანზე გადაიწია, ხოლო თავად რესტორნები და მათი სამზარეულოს ხარისხი მიშლენის გიდის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახდა. მიშლენის ცნობარი საუკეთესო რესტორნების შესახებ ინფორმაციის ყველაზე ავტორიტეტული წყარო გახდა, ხოლო მისი ვარსკვლავი - ევროპული რესტორატორისთვის უმაღლეს ჯილდოდ იქცა.
მიშლენის სარესტორნო გიდში არა მარტო საფრანგეთის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების რესტორნები შედიან. ცნობარში რესტორნის მოხსენიებაც კი მისი სამზარეულოს მაღალ ხარისხსზე მიანიშნებს. თუ რესტორანს მიშლენის ერთი ვარსკვლავი გააჩნია, ეს ძალიან სერიოზული ჯილდოა. ორი ვარსკვლავი ნიშნავს, რომ რესტორნის კერძები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხელოვნების ნიმუში. სამი ვარსკვლავი კი საავტორო სამზარეულოს, ხშირ შემთხვევაში შთამომავლობითი შეფ-მზარეულების - თავისი საქმის გენიოსებსა და ჭეშმარიტ ოსტატებს გააჩნიათ.
მიშლენის ვარსკვლავები რესტორნებს ყოველწლიურად ენიჭებათ. ეს ვარსკვლავები ძალიან ხელმოჭერილად (ძუნწად) რიგდება და ადვილად შეიძლება ჩამოერთვას რესტორანს. წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის უცნობი გურმან-ექსპერტები მოგზაურობენ და აფასებენ რესტორნებს, მაგრამ არა ინტერიერს, არა სერვისს, ფასსა და მის შესაბამისობას ხარისხთან, არა ატმოსფეროს, არამედ უპირველეს ყოვლისა, სამზარეულოს. მიშლენის აზრით, რესტორნის მთავარი სახე მისი შეფ-მზარეულია. სწორედ მასზეა დამოკიდებული მიიქცევს თუ არა დაწესებულება მიშლენის ყურადღებას.
წითელი გიდი ექსპერტები - ასე უწოდებენ სარესტორნო გიდ მიშლენს, ისინი ინკოგნიტოდ მოდიან, გაფრთხილების გარეშე, ხოლო თავისი ვიზიტის შესახებ უკვე შემდეგ იტყობინებიან, როდესაც ყველაფერი მოხდენილია. დასაშვებია განმეორებითი დასწრებები და დაკვირვების ქვეშ ექცევიან არა მხოლოდ პრეტენდენტები, არამედ ასევე ისინი ვისაც უკვე გააჩნია ვარსკვლავები.
საქმე ისაა, რომ არც ერთ რესტორანს არ შეუძლია მიიღოს ვარსკვლავი სამუდამოდ. სამაგიეროდ ამა თუ იმ რესტორანს შეიძლება ძალიან მარტივად ჩამოერთვას იგი, თუ მისი სამზარეულო აღარ შეესაბამება სტატუსს. თუ შეფ-მზარეული რესტორნიდან მიდის, მას შეუძლია მიშლენის ვარსკვლავი თან წაიღოს - ანუ გადაიტანოს იგი იმ რესტორანში, სადაც იმუშავებს.
მიშლენის ვარსკვლავით აღნიშნული რესტორნები მთელ ევროპაში გვხვდება, მაგრამ რა თქმა უნდა პირველობა საფრანგეთს უჭირავს - 22 რესტორნით, რომელთაც სამ-სამი მიშლენის ვარსკვლავი გააჩნია. ხოლო ჩვენს მეზობელ რუსეთში ჯერჯერობით ასეთი რესტორანი არ არის.
მთელს მსოფლიოში რესტორნები ოთხი ძირითადი მიმართულებით ფასდება: სამზარეულო, ღვინო, ატმოსფერო, სერვისი. ევროპისთვის სამზარეულო და ღვინოები მნიშვნელობით - პირველ ადგილზეა. ინტერიერი, სივრცე, სერვისი, მაგიდები და სკამები, ლამაზი ჭურჭელი - ეს ყველაფერი შემდეგ მოდის და შეიძლება იყოს, როგორც ძალიან ძვირფასი, ასევე საკმაოდ ყოველდღიური.
იტალიასა და საფრანგეთში ძალიან კარგი რესტორნებიც კი ხშირად საკმაოდ ვიწროა და პატარა მაგიდებით. შეიძლება ეს გამოწვეულია ადგილის ეკონომიით, იმის გამო, რომ ძველი ევროპის დედაქალაქებში ძალიან მჭიდრო გაშენებაა და ძვირია არენდა.
ინტერიერული დაწესებულებების უპირატესობები ნათელია: არის საცეკვაო ადგილი, შეგიძლია მთლიანად ჩაეფლო გარემოში, მაგრამ მიშლენის ვარსკვლავს მარტო ამით ვერ დაიმსახურებ. არც ეთნიკური, არც ინტერიერი, არც მოდური ადგილები მიშლენით არ არის აღნიშნული. ამ ჯილდოს მფლობელი მხოლოდ საავტორო სამზარეულოს მქონე რესტორანი შეიძლება გახდეს, სასურველია რომელიმე გამოჩენილი შეფ-მზარეულით.