სასნობეთი

სასნობეთი

სიტყვა “სნობის” მნიშვნელობა დროდადრო იცვლებოდა და სხვადასხვაგვარ  აზრობრივ დატვირთვას იძენდა. დღეისათვის უმრავლესობას მიაჩნია, რომ სნობობა კარგია, ასეთი ადამიანი როგორც წესი გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით და რაფინირებულობით.

იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად სწორია ეს მოსაზრება “პირველწყაროს” მივმართოთ. სიტყვა სნობი წარმოდგება შემოკლებული ლათინური გამოთქმიდან “სინე ნობილიტის” ანუ “ მოკლებულია კეთილშობილებას”. მე-18 საუკუნის მიწურულს შემოკლებულ აღნიშვნას ”ს.ნობ” წერდნენ გემის მგზავრების სიის დაბალი ფენის გვარების გასწვრივ.

ამ მინაწერის მიხედვით განისაზღვრებოდა იმსახურებდა თუ არა ესა თუ ის მგზავრი გემის კაპიტანთან სადილად მიწვევას. ასე ადგენდნენ სტუმრების სიას ინგლისელ არისტოკრატთა ოჯახებშიც, რათა ლაქიას ყოველთვის დანამდვილებით ცოდნოდა ვისი დარბაზობა გამოეცხადებინა ტიტულის გარეშე. იმ დროს სიტყვა “სნობს” დამამცირებელი ელფერი ჰქონდა.

ინგლისელი მწერალი უილიამ თეკერეი თავის “წიგნი სნობებისთვის, დაწერილი ერთ-ერთი მათგანის მიერ” წერდა: ”ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იქნება დარწმუნებული, რომ სნობები არ ვართ. ასეთ დარწმუნებულობას მედიდურობის ელფერი დაკრავს.  იყო მედიდური ნიშნავს