თევზს გავაცალოთ ქერცლი, მოვაჭრათ ფარფლები, ამოვაჭრათ ლაყუჩები და კარგად გავრეცხოთ. ოქროს თევზი არომატული რომ გამოვიდეს, ლაყუჩების ადგილას ჩავუტენოთ რამოდენიმე ტოტი ქონდარი.
“ჟარონაზე“ დავყაროთ მარილი დაახლოებით 1.5 სმ-ის სიმაღლის ძირი გავუკეთოთ. დავნამოთ წყლით, შეგვიძლია თეთრი ღვინოც დავამატოთ ცოტა. დავაწყოთ თევზი და დავაყაროთ დანარჩენი მარილი, ისე რომ კარგად და მთლიანად დაიფაროს. შემდეგ ისევ ხელმეორედ დავნამოთ წყლით
სანამ გაზქურაში შევდგავდეთ, შეგვიძლია თევზის თვალის ადგილი დავტოვოთ ღიად, იმისთვის რომ მივხვდეთ მისი მომზადების დროს. შევდგათ უკვე გახურებულ ღუმელში (200 გრ.) 40 წუთი. შემდეგ, თევზი გამოვიღოთ და ასე 15-20 წუთი ვტოვებთ მარილში
შემდეგ ფრთხილად ვტეხთ მარილს, ვეცადოთ რომ თევზი არ დაზიანდეს, გადავიტანოთ თევზი ცალკე, ავაძროთ ფრთხილად კანი. შემდეგ ხორციც ავაცალოთ და ცალკე თეფშზე გადავიტანოთ. ხერხემალი ავაცილით და მეორე მხარეც თეფშზე გადავიტანოთ.
გარნირად უხდება ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. ზევიდან მოვასხათ მწვანე სოუსი.
ინგრიდიენტები
1 თევზი, (რაოდენობა სურვილისამებრ),
3-4 კგ მსხვილი მარილი,
რამოდენიმე ტოტი ქონდარი.
მწვანე სალთისთვის:
რამოდენიმე ტოტი ოხრახუში,
2 კბილი ნიორი,
150 მლ. ზეითუნის ზეთი ,
მარილი,
თეთრი ღვინის ძმარი.
მისაყოლებლად რეკომენდირებუული ღვინო: ევროპულად დაყენებული რქაწითელი.
perfectcook.org