იაპონიის კინოფილმებიდან ის კადრები აკრძალეს, რომლებიც კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას კატასტროფის შესახებ გაახსენებს. ცენზურის პირველი მსხვერპლი კლინტ ისტვუდი გახდა. იაპონიის წარმოებამ Warner Entertaiment -მა ფილმის "სხვაგან" ცუნამის სცენის გამო კინოგაქირავებიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.
იაპონიაში ეს ფილმი 180 კინოთეატრში გაუშვეს გაქირავებაში და მარტის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ეკრანებზე.
ფილმი სამი ადამიანის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ. მისი ერთ-ერთი გმირი ფრანგი ჟურნალისტი, სახელად მარიაა, რომელიც 2004 წელს მომხდარ ცუნამის კინაღამ შეეწირა. იმ გამოცდილებამ, რაც მან სიკვდილის პირისპირ მიიღო, მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.
ფილმის მთავარ როლში მსახიობი მეთ დაიმონია. კომერციული თვალსაზრისით, კლინტ ისტვუდის რეჟისორულ კარიერაში ეს ფილმი მეტად მომგებიანი აღმოჩნდა.