ქართველი ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი ჟესტი თურქ გულშემატკივარს(VIDEO)

ქართველი ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი ჟესტი თურქ გულშემატკივარს(VIDEO)

საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელის დავით მუმლაძის შეურაცხმყოფრელ ჟესტს თურქი გულშემატკივარის მიმართ სკანდალი მოჰყვა.

ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” თბილისში უმასპინძლა თურქულ გუნდს “ბურსასფორს”. მატჩი პენალტების სერიით გაგრძელდა, რომელშიც ქართულმა კლუბმა 4:1 იმარჯვა და მესამე საკვალიფიკაციო წრეში გავიდა. მუმლაძე პენალტის დასარტყმელად ბოლო წუთებზე გავიდა. გოლის გატანის შემდეგ მან, მაისური გაიხადა და იმ ტრიბუნისკენ გაიქცა სადაც, თურქი გულშემატკივარი იჯდა. ის მაყურებლის ტრიბუნებთან ახლოს მივიდა, მიწაზე დაწვა და დამამცირებელი ჟესტით, თურქი გულშემატკივარი შეურაცხყო.

ამ ფაქტს როგორც სოციალურ ქსელში ასევე თურქულ მედიაში საკმადო დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღშფოთებული გულშემატკივარი უეფასგან რეაგირებას ითხოვს.