მიწის თხილის სასარგებლო თვისებები

მიწის თხილის სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ მიწის თხილი გემრიელი და არომატულია, ორგანიზმისათვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. სასურველია ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობით მიირთვას.

მიწის თხილში დაახლოებით 60% ცხიმია. მისი ზეთი, შეიძლება ითქვას, ზეითუნის ზეთის ანალოგიურია.

დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას, დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც კვერცხი. ასევე შეიცავს სახამებელს, ფოსფორს, იოდს, კობალტს და თუთიას.

სასურველია, მიწის თხილი პატარების რაციონშიც ჩართოთ იმ ასაკიდან, როცა მას რამდენიმე კბილი მაინც აქვს და ღეჭვა შეუძლია.