არ ეცადოთ ინტელექტით მამაკაცის დაჯაბნას!

არ ეცადოთ ინტელექტით მამაკაცის დაჯაბნას!

არსებობს მოსაზრება, თითქოს მამაკაცებს სულელი ლამაზი ქალები მოსწონთ და უმაღლესი განათლების დიპლომიანებს გაურბიან. მაგრამ როგორ მოიქცეთ, თუ ინტელექტს თქვენს ღირსებად თვლით? საჭიროა თუ არა მისი დამალვა, რათა უფრო მიმზიდველი გამოჩნდეთ?

სპეციალისტთა დაკვირვებით, ახალგაზრდა მამაკაცები სერიოზული ურთიერთობების გაბმას მაინც მშვენიერი სქესის ჯანსაღად მოაზროვნე წარმომადგენლებთან ამჯობინებენ. მთავარია - უკიდურესობას გაექცეთ. ნუ ეცდებით, ჭკუას მუდამ ძალა დაატანოთ, ბუნებრივად მოიქეცით. თუ საუბარში რაიმე ვერ გაიგეთ, ამის გამჟღავნების, სულელური კითხვის დასმის ნუ მოგერიდებათ.

გსურთ, ინტელექტით იბრწყინოთ? ეს თავშეკავებულად გააკეთეთ: ერთი–ორი დროული შენიშვნით შთაბეჭდილებას მოახდენთ. თუ ჭკუის დარიგებას ეცდებით, ახალგაზრდა მამაკაცი სკოლის მასწავლებლად აღგიქვამთ და არა - იმ ქალად, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობის გაბმა სურს.

იმის დასამტკიცებლად, რომ სულელი არ ხართ, ცოდნის ურთიერთგაზიარება მშვენიერი მეთოდია. პრობლემიდან გამოსავალს ხედავთ? ტაქტიანი რჩევა მიეცით. თუ მამაკაცს აჩვენებთ, რომ მასზე უფრო ნაკითხი და გამოცდილი ხართ, უბრალოდ ძლიერ გაანაწყენებთ. თავად განსაჯეთ: თქვენ ხომ მეტოქეები არ ხართ.

გსურთ, მომგებიანი კუთხით წარდგეთ? დაიცავით რამდენიმე მარტივი წესი.

ნუ ჩაუღრმავდებით იმის განხილვას, რაც ტრადიციულად მამაკაცურ სფეროდ ითვლება. თუ ფეხბურთი ან პოლიტიკა ძალიან გაინტერესებთ, საუბარი შესატყვის ვითარებაში წამოიწყეთ, ყოველ შემთხვევაში არა - რომანტიკულ ვახშამზე.

იუმორის გრძნობა ინტელექტის უტყუარი ნიშანია და ძლიერი სქესი მას დიდად აფასებს. როგორც კი ამის შემთხვევა მოგეცემათ, მახვილგონივრული შენიშვნა გააკეთეთ.

ღრმააზროვან თემაზე მსჯელობისას ღიმილი არ დაგავიწყდეთ, თქვენ ხომ მოხსენებით არ გამოდიხართ.