ქართველების მიერ შესრულებულმა უკრაინულმა ხალხურმა სიმღერამ მსმენელი აღტაცებაში მოიყვანა. Youtube-ზე ერთ დღეში მას უკვე 15 000 მნახველი ჰყავს. როგორც უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან, ჩანაწერი კიევში, რესტორან „Шоті” -შია გაკეთებული, რომელიც ქალაქის ცენტრში, მელნიკის უბანში მდებარეობს. ქართველები სიმღერას ტარას შევჩენკოს ლექსზე, სახელწოდებით – “მოგუგუნებს და მოდის განიერი დნეპრი” ასრულებენ.
„ჩვენი უკრაინელებიც კი ვერ ასრულებენ ამ სიმღერას ასე ლამაზად“, „მადლობა, საქართველო! მძიმე მომენტში შენ ჩემს გვერდით ხარ“, – ქართველების მიერ შესრულებულ სიმღერას უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები მსგავი შინაარსის კომენტარებით ეხმაურებიან.
2401
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85