მკურნალი კამა

მკურნალი კამა

კამას ოდითგანვე უამრავი დაავადების წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებდნენ.

კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითებისას, ერთ სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნაყენი, ჭამამდე, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე.

ქრონიკული კოლიტის დროს, ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში და მოურიეთ კარგად. გააჩერეთ ნახევარი საათით. დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

სისხლნაკლებობის დროს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ან თავად კამა, დაასხით ერთი ჭიქა რძე, ადუღეთ ათი წუთი. წვენი მიირთვით დღეში სამჯერ.