დალიეთ წყალი!

დალიეთ წყალი!

არსებობს დაღლის მოსახსნელი ვიტამინები და მინერალები, მაგრამ მაგნიუმი, როგორც დაღლის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება, უცვლელ ლიდერად რჩება.

დაღლასა და სტრესს მოგიხსნით ვიტამინი B12. ამ მხრივ ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C.

სწორად ისუნთქეთ - მოდუნება და ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა დაღლის წინააღმდეგ. კუნთების მოძრაობა და სწორი სუნთქვა არღვევს მანკიერ წრეს, რომელსაც სტრესამდე მიჰყავს ადამიანი.

იბანავეთ მცირე დაღლის დროსაც კი. წყალი ორგანიზმს ხელახლა ავსებს მინერალებითა და ოლიგო-ელემენტებით.

იმოძრავეთ - სახლში ან სამსახურში ისარგებლეთ მხოლოდ კიბით. რაც შეიძლება სწრაფად აიარეთ ორი სართული. სისხლის აჩქარებული მოძრაობა სტიმულს აძლევს მთელ ორგანიზმს.

იძინეთ მშვიდად - ძილის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ხანგრძლივობა. ყოველ საღამოს ჭამეთ ვაშლი, რადგან მისი კანი ძილის მომგვრელ ნივთიერებებს შეიცავს.

დაწოლამდე მიიღეთ თბილი შხაპი. დალიეთ თბილი, შაქრიანი რძე, ცაცხვის, გვირილის დამამშვიდებელი ნაყენი ან ჩაი.