წიგნების ისტორიიდან

წიგნების ისტორიიდან

2800 წლის წინ ჩვენს ერამდე წიგნებს თიხის „ფურცლებზე“ ბეჭდავდნენ. წიგნების ძირითადი „მწარმოებელი ქვეყანა“ ძველი შუმერი იყო. წიგნები მინიმუმ 3 კილოგრამს იწონიდა.

1100 წლის წინ ჩვენს ერამდე გაჩნდა პაპირუსზე დაბეჭდილი თუ ნატურალური მელნით დაწერილი წიგნები. ამჯერად „მწარმოებელი ქვეყნის“ ინიციატივა ძველმა ეგვიპტემ აიღო ხელში. წიგნის წონა - 400 გრამი.

1580 წელს პირველი ნაბეჭდი, ქაღალდის, ტყავის გარეკანში ჩასმული წიგნი ჩნდება. ის 1,5 კილოგრამს იწონიდა და 500-გვერდიანი იყო. გამოიცა გერმანიაში.

2012 წელს მინაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი გამოჩნდა, მაღალი ხარისხის პლასტმასის „ყდაში“ ჩასმული - წონა 200 გრამი. რაოდენობა 10 000 ცალი. გამომცემელი - იაპონია.