ათი ყველაზე რთული პროფესია

ათი ყველაზე რთული პროფესია

მსოფლიოში მრავალი ადამიანი საკუთარი ნერვების ხარჯზე მუშაობს. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun“ 10 ყველაზე სტრესული პროფესია გამოავლინა. გამოკითხვისას სამუშაო ადგილზე სხვადასხვა სტრესული ფაქტორები გაითვალისწინეს. მთავარი ფაქტორები იყო: კონკურენცია, ფიზიკური მოთხოვნები, ჯანმრთელობის საფრთხე, რომელიც შესაძლოა, ადამიანს სამუშაოს შესრულების პროცესში დაემუქროს.

1. კერძო ავიახაზების პილოტი. პილოტის სამსახური დიდი სტრესის შემცველია, მასზე უამრავი მგზავრის სიცოცხლეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მის ფრენას ხმელეთიდან აკონტროლებენ. ის დისპეჩერის იმედზეა. როცა პილოტი არ ფრინავს, მშვიდად არის, აფრენისას კი კვლავ ძლიერი სტრესის განცდა ეუფლება, ემოციების ასეთი სწრაფი ცვლა ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათოა.

2. საზოგადოებასთან ურთიერთობა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე ადამიანები მთლიანად კლიენტებზე არიან დამოკიდებულნი. მუშაკის წარმატება და წარუმატებლობა კლიენტის ნებას ექვემდებარება. მოკლედ, მათი ბედი სხვის ხელშია.

3. კომპანიის ხელმძღვანელის პოსტი. კომპანიის ხელმძღვანელებს მაღალი ხელფასი აქვთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამუშაოა, რომელიც ბიზნესის ღრმა ცოდნას, ტენდენციების გათვალისწინების ნიჭსა და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ეფუძნება.

4. ფოტოჟურნალისტი. ფოტოჟურნალისტები სიცოცხლეს საფრთხეში ხშირად იგდებენ. მრავალი მათგანი გამოძახებით 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გარდა ამისა, ისინი მსოფლიოს ამა თუ იმ ცხელ წერტილში, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით დატოვონ.

5. ჟურნალისტები და წამყვანები. საინფორმაციო ბიზნესი დაძაბულ რეჟიმს მოითხოვს. წამყვანებიც, ფოტოჟურნალისტების მსგავსად, კვირაში 7 დღე 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ხშირად ამა თუ იმ დავალების სპეციალური მომზადების გარეშე შესრულება უწევთ. გარდა ამისა, ისინი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კურსში მუდმივად უნდა იყვნენ, რასაც დიდი სტრესი ახლავს თან.

6. რეკლამის სპეციალისტი. აუდიტორია მუდმივად იცვლება, რეკლამის სპეციალისტები ამისთვის მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რაც კლიენტებთან მუდმივ კონტაქტს მოითხოვს.

7. არქიტექტორი. არქიტექტორების დაძაბულმა ცხოვრების წესმა წელს პიკს მიაღწია, რაც სამშენებლო პროექტების შემცირებით არის განპირობებული. არქიტექტორები მუდმივ კონკურენციაში არიან ჩაბმულნი, რაც მათ ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება. მათ სამუშაოს დაკარგვისაც ეშინიათ.

8. საფონდო ბროკერი. ეს საქმიანობა ძალიან დაძაბულ სამუშაოდ ითვლება, რადგან მათ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ევალებათ.

9. სასწრაფო დახმარების პერსონალი. სასწრაფო დახმარების მუშაკები პასუხს აგებენ ადამიანების სიცოცხლეზე. შესაბამისად, სამედიცინო მუშაკები სტრესულ სიტუაციაში მუშაობენ.

10. უძრავი ქონების აგენტი. ამ პროფესიის მქონე ადამიანების მთავარი პრობლემა დროის სიმცირეა, მათ აქვთ დადგენილი ვადები, რა დროშიც უნდა გაყიდონ ესა თუ ის ობიექტი.