საცობების პრობლემას მომავალში მფრინავი ავტომობილი მოაგვარებს

საცობების პრობლემას მომავალში მფრინავი ავტომობილი მოაგვარებს

ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა კონსტრუქტორებმა ქვეყანაში სატრანსპორტო საცობების თავიდან არიდების ხერხს მიაკვლიეს.

კერძოდ, მათ გამოიგონეს მფრინავი ავტომობილი, რომლის წარმოებაში დანერგვის შემდეგ საცობების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.

ყოველ შემთხვევაში, მეცნიერებს ამის დიდი იმედი აქვთ. კონსტრუქტორები მფრინავი მანქანის შექმნაზე 7 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 180 კმ/სთ, ტრანსფორმაციას კი დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

ჰიბრიდის მასობრივი გაყიდვა უახლოეს რამდენიმე წელიწადში იგეგმება.