ერთხელ ნოდარ დუმბაძე ვიღაც ევროპელს შეხვედრია.
დაუწყია იმას საუბარი ინგლისურად. ნოდარს უთქვამს თარჯიმნისთვის, უთხარით, რომ სკოლაში გერმანულს მასწავლიდნენო.
გადაუთარგმნეს უცხოელს და ახლა გერმანულად ალაპარაკდა თურმე ის შობელძაღლი.
ნოდარი: - ახლა უთხარით, რომ კი მასწავლიდნენ, მაგრამ მე არ ვსწავლობდიო.