ნოდარ დუმბაძე და გიგა ლორთქიფანიძე ფილარმონიასთან, წვიმაში იდგნენ.
ნოდარს უნდოდა, გადახურულ და მშრალ ადგილს შეფარებოდა, მაგრამ გიგა არ იძვროდა ადგილიდან.
რა ქნას ნოდარმა და უთხრა: - გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო?
გიგას, როგორც ცნობილია ცალ ფეხზე პროტეზი აქვს, მაგრამ მეგობრები იყვნენ და მათში მსგავსი ხუმრობა ხშირი გახლდათ.