კომპოზიტორმა ჰანს ციმერმა აღიარა, რომ კრისტოფერ ნოლანის ფილმისთვის "დასაწყისი“, შექმნილი საუნდტრეკი ედიტ პიაფის სიმღერაზე “Non, je ne Regrette Rien” ააგო.
ციმერის თქმით, მან პიაფის სიმღერის დასაწყისი აიღო, ტემპი შეუცვალა და ფრაგმენტის განსხვავებული არანჟირება გააკეთა. სწორედ ასე გაჩნდა ფილმის მუსიკალური თემა. აღსანიშნავია, რომ YouTube-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა ძირითადი თემის ამოცანა ამოხსნა.
ციმერი გაკვირვებას ვერ მალავს, რომ მუსიკის ამოცნობისთვის ხალხს ამდენი დრო დასჭირდა. მისი თქმით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით დრო სიზმრის სხვადასხვა მონაკვეთზე განსხვავებულად მიდის, მაყურებლისთვის ნამდვილად თვალშისაცემი უნდა ყოფილიყო.
კომპოზიტორმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საუდტრეკი მხოლოდ "Non, je ne Regrette Rien”-ის შენელებულ ვერსიას არ წარმოადგენს. ამიტომ, ის იმედოვნებს, რომ მისი ნაწარმოებს "ოსკარზე“, კატეგორიაში "ფილმის საუკეთესო მუსიკა“ ქონდეს პრეტენზია.
ჰანს ციმერმა ამერიკის კინოაკადეემიის ჯილდო, მულტიპლიკაციური ფილმისთვის "მეფე ლომი“ შექმნილი მუსიკისთვის 1995 წელს მიიღო. გარდა ამისა კომპოზიტორი ცნობილია საუნდტრეკებით, რომელიც მან ფილმებისთვის "მწუხარე რაინდი“ და "წვიმის კაცი“ დაწერა.