დღევანდლამდე აკაკი ვიყავი

დღევანდლამდე აკაკი ვიყავი

ერთხელ აკაკი წერეთელი სადგურიდან სოფელში ეტლით მიდიოდა. მეეტლემ გზად სხვა მგზავრიც აიყვანა და აკაკის გვერდით მოუსვა.

ახალ მგზავრს არასოდეს არ ენახა ჩვენი პოეტი და თავისი თავი პოეტად გააცნო, აკაკი ვარო. გზადაგზა სულ აკაკის ლექსებს ამბობდა ზეპირად.

აკაკის განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ეტლი გაჩერდა. გამოთხოვებისას ცრუ მგზავრმა უთხრა აკაკის: - თქვენ ჩემი ვინაობა გაიგეთ, არ შეიძლება ვიცოდე, თქვენ ვინღა ბრძანდებით?

- დღევანდლამდე აკაკი ვიყავი და დღეის შემდეგ არ ვიცი, ვინა ვარო, - უპასუხა აკაკიმ.