16 მარტს იტალიის გაერთიანებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით იტალიის საელჩო, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით აწყობს გამოფენას "იტალია საქართველოში: ათასწლოვანი დიალოგი", რომელიც ეძღვნება გასული საუკუნეებიდან დღემდე იტალიელების არსებობის კვალს ჩვენს ქვეყანაში.
გამოფენაზე წარმოადგენენ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ექსპონატებს.
"ამჟამად, იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გააქტიურებულია, როგორც ინსტიტუციონალურ და ეკონომიკურ, ისე სოციალურ და კულტურულ დონეზე", - განაცხადა იტალიის ელჩმა ვიტორიო სანდალიმ.
მისი განცხადებით, ეს ის ცოცხალი და მრავალფორმიანი რეალობაა, რომელიც აახლებს წარსულის ურთიერთობებს და ხელს უწყობს მომავალს, რომ "ეს ათასწლოვანი დიალოგი გაგრძელდეს უფრო დიდი ძალითა და ენთუზიაზმით".