სინდი კროუფორდი სტრიპტიზს სწავლობს

სინდი კროუფორდი სტრიპტიზს სწავლობს

ულამაზესი მოდელი სინდი კროუფორდი სტრიპტიზს სწავლობს. ეს ყველაფერი მოდელს იმისთვის სჭირდება, რომ ქმრის ყურადღება მიიპყროს.

48 წლის სუპერმოდელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ქორწინება რენდი გერბერთან როგორმე გადაარჩინოს. სუპერმოდელი სტიპტიზის კურსებზე ჩაეწერა და ცეკვას აქტიურად სწავლობს. მეცადინეობები ანონიმურობის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს.

- სრულ სიბნელეში ვმეცადინეობ. ძალიანაც რომ მოვინდომო, იმ ქალბატონის ამოცნობას ვერც კი შევძლებ, რომელიც გაკვეთილებს მიტარებს, - აცხადებს სინდი.

იმისათვის, რომ ქმართან იდილიური ურთიერთობა შეინარჩუნოს, სუპერმოდელი უახლოს მომავალში პლასტიკურ ქირურგებსაც მიაკითხავს. მან დიდი ხანია, უარი განაცხადა მკაცრ დიეტებზე და საკუთარ წონას აღარ აკონტროლებს.