„ხომ დავეტიე?!“-პრეზიდენტის პასუხი ბესელიას (VIDEO)

„ხომ დავეტიე?!“-პრეზიდენტის პასუხი ბესელიას (VIDEO)

სასესიო დარბაზში შესვლის დროს ,როდესაც გიორგი მარგველაშვილი დეპუტატებს ესალმებოდა, მან გავრცელებული ინფორმაციით, ეკა ბესელიას მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებაზე უპასუხა-„ხომ დავეტიე?!“. თუმცა პრეზიდენტის ეს რეპლიკა ვიდეო-მასალაში არ ისმის. ინფორმაციას ის ჟურნალისტები , რომლებიც სასესიო დარბაზში მუშაობენ სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

შეგახსნებთ, რომ დილიდან იყო საუბარი, რომ პრეზიდენტი პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს არ დასასწრებოდა, რადგან ის მიწვეული არ იყო. დღის მანძილზე კი უმრავლესობის წევრები აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარ განცხადებებს აკეთებდნენ. ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს კითხვაზე- დაესწრება თუ არა პრეზიდენტი რატიფიცირების პროცესს ასე უპასუხა-„დღეს ეს დარბაზი ყველას ვერ დაიტევს“.