მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს

მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს

მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს, - ამის შესახებ საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ალიბეგაშვილმა აღნიშნა, დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში ყველაფერი მისხალ-მისხალ არის გაწერილი და ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს.

"მერია და საკრებულო ჰარმონიულ ერთიანობაში იმუშავებს, რათა ჩვენი ქალაქი იმ სასურველ საცხოვრებელს დაემსგავსოს, სადაც ვიმყოფებით და ეს მუხლჩაუხრელი შრომა იქნება. თბილისის მოსახლეობა მოუთმენლად ელის ყველა საკითხის გადაწყვეტას, ამიტომ არ იარსებებს მცირე და დიდი პრობლემა, ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ უნდა წავიდეს", - განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები და უმუშევრობაა.