ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის წამყვანმა ქვეყნის მოსახლეობას ამცნო, რომ ბრაზილიაში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ჩრდილოეთ კორეა გავიდა - იუწყება ბრიტანული გამოცემა "მეტრო".
ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ ჯგუფურ ეტაპზე იაპონიას 7-0, აშშ-ს 4-0, ხოლო ჩინეთს 2-0 სძლია და ფინალში კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
სინამდვილეში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში კვირას არგენტინა და გერმანია ითამაშებენ, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.