მინდა კარიერა!

მინდა კარიერა!

კარიერისტი კაბაში! - მამაკაცები „ბიზნეს-ვუმენს“ შურითა და ერთგვარი შიშითაც უყურებენ, მით უმეტეს, თუ თავად კარიერაში არაფერი გამოუვიდათ. დიახ, ქალს სრული უფლება აქვს, აკეთოს ის საქმე, რომელიც უყვარს, გამოსდის და უთხრას საკუთარ თავს: „მე ვიკეთებ კარიერას იმიტომ, რომ ყველა კარგად იყოს, მეც და ჩემ გარშემო მყოფებიც!“

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი კარიერისტები კარიერას ყველასგან შეუმჩნევლად აკეთებენ. სქესს მნიშვნელობა  არა აქვს. უბრალოდ, რატომღაც, უფრო გამაღიზიანებლად ჩანს, როცა ქალი აღწევს მიზანს.

ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს: „როგორ უნდა გაიკეთოს კარიერა ქალმა?! მას ხომ არა ჰყავს ცოლი, რომელიც მოუგვარებს საშინაო პრობლემებს და ყოფით წვრილმანებს თავად იტვირთავს?! ანუ, რის ხარჯზე გააკეთებს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ოჯახსა და შვილებს მოაკლებს ყურადღებას“.

სხვათა შორის, იშვიათია ქალი, რომელიც ირგებს წარმატებული ადამიანის სოციალურ სტატუსს და ივიწყებს თავის ქალურ მოვალეობებს. ქალებს აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თანაც, მამაკაცებზე გაცილებით ძლიერი.

ამიტომ არაფერია იმაში ცუდი, როცა ქალი  კარიერაზე იწყებს ზრუნვას. ჭკვიანია კაცი, რომელიც ასეთ ქალს მხარში ამოუდგება და გაუგებს - მას სიყვარული და პატივისცემა გარანტირებული ექნება.