რობერტ სტურუა: იმას მოუარეთ, იმ ბოროტი თესლის ნაყოფს, დედას რომ გვიტ...ნავდა!

რობერტ სტურუა: იმას მოუარეთ, იმ ბოროტი თესლის ნაყოფს, დედას რომ გვიტ...ნავდა!

რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უნიჭო, უვიც, ბოროტ, უგემოვნო ქართველებს ვერასდროს შეიყვარებს:

ვიცი, ბევრს არ ვუყვარვარ, ბევრიც ვერ მიტანს! მე კი მხოლოდ ნებისმიერი ქვეყნის ნაცისტები არ მიყვარს!!!
რა ვქნა: უნიჭო, უვიც, ბოროტ, უგემოვნო ქართველებს, თქვენი არ ვიცი, და მე ვერასდროს შევიყვარებ!

დაგვანგრიეს, სახელი გაგვიტეხეს, სამშობლოდან გაგვაძევეს, ოჯახი რომ ვარჩინოთ, და უტიფრად გაჰკივიან თავისი გადამთიელი ჭკუათხელი ბელადის დუჟიან პირით - დედას გიტირებთო! ო, ჩემო საბრალო, გამოიღვიძე! ყველაფერს ფულში ნუ გაცვლი! - წერს სტურუა.

რეჟისორის ამ პოსტს დიდი გამოუხმაურება მოჰყვა. ფეისბუქის მომხმარებლები სტურუას წერენ, რომ ძალიან უყვართ.

როცა სიყვარულზე ვსაუბრობ, ბოდიში და, თქვენი კომპლიმენტები არ მჭირდება! მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებს თქვენი ერთგულება! იმას მოუარეთ, იმ ბოროტი თესლის ნაყოფს, საქართველოს ისტორიის მანძილზე დედას რომ გვიტ...ნავდა! - ასე პასუხობს რეჟისორი ფანებს.