შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი დანაშაულის სტატისტიკაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი დანაშაულის სტატისტიკაზე

„ის განცდები, რასაც ქმნიან გარკვეული პოლიტიკური ძალები, ეს არის მტკნარი სიცრუე, არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა ვთქვა, რომ შენანიშნავი სტატისტიკა აქვს სამინისტროს. ის , ვინც ცდილობს, რომ მოახდინოს სამინისტროს დისკრედიტაცია, არის მიუღებელი ჩემთვის.  თქვენ თვითონვე განიხილავთ სამინისტროს სტატისტიკას, შეხედავთ, გაუმჯობესებულია მდგომარეობა, კრიმინოგენული სიტუაცია, ნარკომანიის მიმართულებით, ყველა მიმართულებით  სტატისტიკა გაუმჯობესებულია. ეს არის  დაზუსტებული, არანაირი ცდომილება არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ძალების მიერ პოლიტიკური ავანტიურისთვის   შექმნან საზოგადოებაში განცდა, რომ კრიმინალმა მოიმატა ქვეყანაში. ეს არ შეესაბამება რეალობას. ეს არის კარგად გაწერილი ანტიპიარი სამინისტროს და ხელისუფლების მიმართ, რითაც საზოგადოებაში უნდათ განწყობის შექმნან, რომ ქვეყანაში არის კრიმინოგენული სიტუაცია დაძაბული.“