საკრებულოს დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ინიციატივით საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დედაქალაქის, კონკრეტულად ლილოს ტერიტორიაზე ნარჩენების პოლიგონის დახურვას ეხებოდა.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები” წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი, რომლის მიხედვითაც ლილოს ნაგავსაყრელის აშენება და ექსპლოატაციაში შესვლა მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის გარეშე, რამაც დღემდე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას.
გულიკო ზუმბაძის განცხადებით ამ დროისათვის პოლიგონის ტერიტორიაზე სრულიად დაბინძურებულია ჰაერი და ქალაქის წინაშე ფაქტობრივად დგას ეკოლოგიური საფრთხე. მისივე განმარტებით ნაგავსაყრელი აეროპორტიდან დაშორებულია 7 კილომეტრით, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტარდანტები 13 კილომეტრს მოიცავს, აქედან გამომდინარე კი საფრთხე ეხება საერთაშორისო ფრენებს. დეპუტატის თქმით არასამთავრებო ორგანიზაციების მონაწილეობით , დადებულია კონკრეტული დასკვნები რის მიხედვითაც აუცილებელია და გადაუდებელია პოლიგონის დახურვა.
გულიკო ზუმბაძემ თბილისის საკრებულოს განცხადებით მიმართა,რათა საკრებულოს სხდომაზე სპეციალური დადგენილება გამოიტანოს და მიმართოს ქალაქ თბილისის მერიას აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტისა და პოლიგონის ახალი ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით.