ასტრონომებმა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტა აღმოაჩინეს

მზის სისტემიდან 20 სინათლის წელიწადის მანძილზე ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელზედაც სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობებია.

ამერიკელი ასტრონომები აცხადებენ, რომ ციური სხეულის ზედაპირზე შესაძლოა არსებობდეს წყალი სითხის მდგომარეობაში, ხოლო გრავიტაციის შეფასებითი ძალა მიუთითებს მასზე ატმოსფეროს არსებობის შესახებ.

თუ ეს მონაცემები სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ საუბარია პლანეტაზე, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ოპტიმალურია სიცოცხლისთვის, დღემდე აღმოჩენილ ციურ სხეულებს შორის.

შესაბამისი განცხადება აღმოჩენის ავტორებმა კალიფორნიის უნივერსიტეტისა და კარნეგის ინსტიტუტის მეცნიერებმა გააკეთეს.

ისინი სასწორის თანავარსკვლავედზე 11-წლიანი დაკვირვების შედეგად მივიდნენ შესაბამის დასკვნამდე. დაკვირვებები ხორციელდებოდა ოპტიკური ტელესკოპ „კეკ 1"-ის მეშვეობით, რომელიც მსოფლიოში აღნიშნული ტიპის მოწყობილობებში საუკეთესოდაა მიჩნეული.

ახალ ციურ სხეულს მინიჭებული აქვს სახელი 581გ. ის დედამიწაზე 3-4-ჯერ უფრო მძიმეა და მოძრაობს ვარსკვლავ ჰილზ 581-ის ირგვლივ.

მოძრაობის პერიოდი მოიცავს დაახლოებით 37 დედამიწის დღე-ღამეს.

შეფასებითი მასა საშუალებას იძლევა ვარაუდისთვის, რომ პლანეტაზე არის ქვები, კლდეები, ხოლო მიზიდულობის ძალა საკმაოდ დიდია ატმოსფეროს არსებობისთვის. მეცნიერების განცხადებით, დადასტურებით იმაზე საუბარი, რომ პლანეტა ადამიანის სიცოცხლისთვის შესაფერისია, არ შეიძლება. თუმცა აცხადებენ, რომ არსებული მოცემულობები აღნიშნულზე მიუთითებს.