შიშველმა ქერა ქალბატონმა სასტუმროს აივანზე, ინგლისის ნაკრებში სკანდალი გამოიწვია

შიშველმა ქერა ქალბატონმა სასტუმროს აივანზე, ინგლისის ნაკრებში სკანდალი გამოიწვია

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სკანდალია. აღნიშნულის მიზეზი ქერა ქალბატონია, რომელიც იმ სასტუმროს ერთ-ერთ აივანზე შენიშნეს, სადაც ფეხბურთელები ცხოვრობენ. ამ დროისათვის ქალბატონის ვინაობა უცნობია, თუმცა ამას სერიოზული გამოხმაურება ინგლისის ნაკრებში უკვე მოჰყვა.

მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა აკრძალა ცოლებისა და მეგობარი გოგონების გამოჩენა ჩემპიონატის მიმდინარეობისას. აღნიშნული ფაქტის გამო,  თავის მხრივ, ეჭვი გაუჩნდათ ფეხბურთელების ცოლებსა და მეგობარ გოგონებსაც. ხოლო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ეჭვები. 

ფაქტის თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ქერა გოგონა სულაც არ იყო მორცხვი და ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ამასთან კარგად იცოდა, რომ მას უყურებდნენ.