რობერტ სტურუა: ფურთხის კი არა, ყველაფრის ღირსი ხარ, უბადრუკო!

რობერტ სტურუა: ფურთხის კი არა, ყველაფრის ღირსი ხარ, უბადრუკო!

რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა არჩევნების პირველად შედეგებს სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგი პოსტით აფასებს:

„ნაწყენი საქართველო არჩევნებზე არ გავიდა, აბა რა!

1.ორი წელი გავიდა და ფული არავინ დაურიგა;

2.ბინები არ მისცეს;

3.ბიზნესმენებს აღარ იჭერენ;

4.მოსავალი ისევ თვითონ უნდა მოიყვანოს;

5.აღარავინ არბევს;

6.ქარხნები ისევ დგანან: არავინ უშენებს;

7.ცოლები ისევ დაუკმაყოფილებელი დაბოდიალობენ;

8.არავინ არავის იჭერს!

9.კაცების გაუპატიურება შეწყდა!

ამაზე "ოცნებობდა " ერი ?!

ფურთხის კი არა, ყველაფრის ღირსი ხარ, უბადრუკო !

ნუთუ ისევ უცდი სამხრეთელ პრეზიდენტს, ისევ დედა რომ მოგ…..ს?

მაშინ სასწრაფოდ ჩეჩმაში, ისტორიის ჩეჩმაში ყოფილა შენი ადგილი.

გული მტკივა... შენ კი გიხარია... ნაწყენი...“ - წერს რობერტ სტურუა.