განსხვავებული ქალები...

განსხვავებული ქალები...

ფსიქოლოგიურად განსხვავებული ტიპაჟები ქალბატონებშიც არსებობენ და ეს ბუნებრივია. როგორები არიან ისინი - სანგვინიკები, ფლეგმატიკები, მელანქოლიკები და ქოლერიკები?!

განვიხილოთ სათითაოდ და ეს საშუალებას მოგცემთ, რომელიმე მათგანში საკუთარი თავი იპოვოთ.

სანგვინიკი: ძირითადად, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანია. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია, იპოვოს პოზიტიური ელემენტები. დინამიკა მისთვის მთავარია და ერთ წუთსაც არ ისვენებს. თუმცა, მიუხედავად პოზიტიური მხიარული ხასიათისა, ახასიათებს ღრმა ფიქრისა და ანალიზის უნარი.

ქოლერიკი პირდაპირია. მიზანდასახული და შეუდრეკელი. მუდმივად სადღაც ეჩქარება. მისი მთავარი პრობლემა დისტანციის დაცვაა. მეტისმეტად ახლოს მიდის ადამიანებთან, რომლებიც არცთუ იშვიათად, გულს სტკენენ ხოლმე. ემოციებშიც უჭირს დროულად დამუხრუჭება.

ფლეგმატიკი მშვიდია და საკუთარ თავში დარწმუნებული. მაგრამ, უჭირს აზრების კონცენტრირება. უყვარს უსაფრთხოება. იშვიათად რისკავს, მაგრამ ზოგჯერ რისკავს სიამოვნებისთვის, რაც ძალიან ცუდია.

მელანქოლიკი - მისი მთავარი პრობლემა ჩამოუყალიბებელი აზრი და დაურწმუნებელი ქმედებებია. პედანტია. ადვილად ვარდება დეპრესიაში. გამოირჩევა მაღალი ნერვული აღგზნებადობით, რაც ყველაფერში ავნებს. მასთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.