„ტყუილი“

„ტყუილი“

ილიკო სუხიშვილს ბოლო წლებში გული აწუხებდა. ინფარქტიც ორჯერ ჰქონდა გადატანილი. ექიმებმა ჭამა აუკრძალეს.

ნინო რამიშვილი ძალიან უფრთხილდებოდა ქმარს, სულ აკონტროლებდა, დალია თუ არა წამალი ან ზედმეტად ხომ არ დაიტვირთა. უშლიდა ჭამასასაც, მით უფრო - საღამო ხანს.

ერთხელაც კონცერტია და სადაცაა ნინო უნდა გავიდეს სცენაზე. ყოველი გამოსვლის წინ ისე ღელავდა ნინო, თითქოს პირველად გადიოდა საცეკვაოდ. ამ დროს მას ყველაფერი ავიწყდებოდა.

ამით ისარგებლა ილიკომ და გარეთ გაიპარა, რესტორანში შევიდა, კარგა გვარიანად ივახშმა და დაბრუნდა ისევ. ნინო შეწუხებული დახვდა. ქმარს საყვედურით შეხედა.

ილიკომ იფიქრა, არ მიხვდეს, რომ გარეთ ვიყავი და მისი გამოსვლისთვის არ მიყურებიაო და ქება-დიდება შეაგება ცოლს: რა დიდებული იყავი, ჩემო კარგო, როგორც ყოველთვის, მშვენივრად იცეკვეო. - რა მშვენივრად, ადამიანო, მე ხომ დღეს წავიქეცი სცენაზე, - აღმოხდა თავისი მარცხით აღშფოთებულ ნინოს.

ილიკო არ დაიბნა და მიუგო: - სამაგიეროდ, როგორ წამოხტი!!!