ჯიხვია თუ ვაცი?

ჯიხვია თუ ვაცი?

მწერალმა რევაზ მიშველაძემ დისერტაცია რომ დაიცვა, ბანკეტი გადაიხადა. ნოდარ დუმბაძე თამადობდა.

ზუგდიდელმა მეგობრებმა მწერალს შემწვარი ვაცი ჩამოუტანეს. ორიგინალურად იყო შემწვარი - ფეხებზე იდგა. სუფრაზე რომ დადგეს, შეზარხოშებული სტუმრები აღფრთოვანდნენ. მიშველაძემაც - ჯიხვიაო, საზეიმოდ გამოაცხადა.

ნოდარ ჩხეიძემ მოხერხებულად ჩამოაჭრა „ჯიხვს“ ხორცი და ჩამოარიგა. გაჭრა მიშველაძის ტყუილმა.

ქეიფის დასასრულს ნოდარ დუმბაძემ იხმო, მხარზე ხელი გადაადო და უჩურჩულა: - ისე, ტყუილებს ბავშვობიდან ნუ მიეჩვევი, მიშველაძე, თვარა სადოქტორომდე მისვლა გაგიჭირდება. ჯიხვები ჩვენ ვართ, აი თხა ჯიხვად რომ მოგვასაღეო.

მაშინ „ჯიხვს“ მოტყუებულს, უცოდინარს, „ღრმა პროვინციალს“ ეძახდნენ.