ვინ არ აღირსა გოეთეს ტელეფონი

ვინ არ აღირსა გოეთეს ტელეფონი

ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში.

მდივანმა სასტიკი უარი უთხრა - მეარშიყება ეგ ბერიკაციო. რა მოხდა, მერეო - ნოდარმა, გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო.

მდივანი სულ მთლად აღშფოთდა და კაბინეტიდან გასვლისას - გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო. ნოდარმა მიაძახა - ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება სადმეო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ შეწუხებულმა გოგომ: - ბატონო, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო. ჩაბჟირებულმა ნოდარ დუმბაძემ: - ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, არ აღირსეს ტელეფონი მაგ გაფუჭებულებმაო.