შარლიზ ტერონი ძალიან დაბერდა

შარლიზ ტერონი ძალიან დაბერდა

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი, როგორც ჩანს, ძალიან შეიცვალა, იმდენად, რომ ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესის აეროპორტში უმშვენიერესი ქალბატონი ვერავინ იცნო.

მაკიაჟის გარეშე მსახიობი საკმაოდ მობერებულად გამოიყურებოდა და ადრინდელი ხიბლის ნატამალიც კი არ ემჩნეოდა. პაპარაცებს რომ ვერ შეენიშნათ, შარლიზმა გადაწყვიტა, სახე შლაპით შეენიღბა, თუმცა ერთმა მათგანმა მაინც ამოიცნო მასში საყვარელი მსახიობი და ფოტოც გადაუღო.

ტერონს ნაღვლიანი გამომეტყველება ჰქონდა. ჟურნალისტების აზრით, ეს სევდა მის პირად ცხოვრებას უკავშირდება.

სტიუარტ ტაუნსენდთან განშორების შემდეგ ვარსკვლავმა ცხოვრების ახალი თანამგზავრი დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვა.

ერთი-ორჯერ პაპარაცებმა მსახიობი კიანუ რივზთან რომანტიკულ გარემოში დააფიქსირეს, მაგრამ ეს იყო და ეს, მას შემდეგ ისინი ერთად არავის უნახავს, თუმცა, მაინც გავრცელდა ხმა მათი რომანის შესახებ და ისიც ითქვა, რომ წყვილი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა. მაგრამ ეს ინფორმაცის სხვა ფაქტით არ დადასტურებულა.

ამერიკული ყვითელი მას-მედიის მტკიცებით, 38 წლის ტერონი ამჟამად ცნობილ მსახიობს, მომღერალი მადონას ყოფილ მეუღლე შონ პენს ხვდება.