ანჯელინა ჯოლი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია

ანჯელინა ჯოლი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალია

ჟურნალი „Forbes“-ის მონაცემებით, ანჯელინა ჯოლი კვლავ პირველია. მიუხედავად იმისა, რომ იგი დროის უმეტეს ნაწილს შვილებსა და ქველმოქმედებას უთმობს, კინოში სათამაშოდ მას ყველაზე მეტს უხდიან.

ჯოლი შესრულებული როლებისთვის წელიწადში დაახლოებით 33 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

მეორე ადგილს 26 მილიონით ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი იკავებს.

მესამე კი 22 მილიონით კრისტენ სტიუარტი გახლავთ.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალბატონების რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ჯენიფერ ენისტონი, ემა სტოუნი, შარლიზ ტერონი, სანდრა ბალოკი, ნატალი პორტმანი, მილა კუნისი და ჯულია რობერტსი.