13 ივნისს დედამიწაზე მოსალოდნელია ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი. ქარიშხალს, მზეზე ორი ძლიერი აფეთქება გამოიწვევს, რომელიც 9 და 10 ივნისს დაფიქსირდა.
მზის ნაწილაკების გამოფრქვევა მიეკუთვნება X კლასს - ყველაზე ძლიერი ხარისხის რენტგენულ გამოსხივებას.
ძირითადი ნაკადი ჩვენ პლანეტას გვერდით ჩაუვლის, მაგრამ მცირე ნაწილი მაინც დაეფრქვევა დედამიწაზე.