სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა

სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა

ცნობილი იტალიელი კინომსახიობი, უბერებელი სოფი ლორენი დღესაც მშვენივრად გამოიყურება.

ის ულამაზესია. როგორც ამბობს, საიდუმლო სწორ კვებაშია.

ალბათ საინტერესოა როგორ იკვებება მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა.

სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა ასე გამოიყურება:

პირველი დღე - საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულისგან დამზადებული სალათა, ინდაურის და უცხიმო ყველის ნაჭრებით. ვახშამი: 115 გ მაკარონი კრევეტებით, ისპანახის სალათა (დაბალკალორიული შეკმაზულობით). დესერტი: 1 ვაშლი.

მეორე დღე - საუზმე: ერთი ჭიქა მარცვლეული, უცხიმო რძით. სადილი: ბოსტნეულის სალათა და დაპრესილი ხაჭო. ვახშამი: 115 გ სპაგეტი, ინდაურის ხორცით, სალათის ფოთლები. დესერტი: 1 მსხალი.

მესამე დღე - საუზმე: უცხიმო ყველი. სადილი: 115 გ მწვანე სალათა, მოხარშული ქათმის ხორცით. ვახშამი: 170 გ უცხიმო ყველის ლაზანია, სალათა, დამზადებული სხვადასხვა მწვანილეულისგან. დესერტი: 2 ფორთოხალი.