ცოტნე გამსახურდია სარფიანად გათხოვილ ცნობილებზე

ცოტნე გამსახურდია სარფიანად გათხოვილ ცნობილებზე

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელიც ცნობილი ქართველი ქალების სარფიანი ქორწინებების შესახებ მოგითხრობთ. გამსახურდია ამგვარ ქორწინებას ნებაყოფლობით მონობას უწოდებს.

"ამ ყვითელ "ჯღაბნილს" ანალიზისთვის ვაზიარებ. 

თავისთავად, პათოსი გენიალურია: საკუთარი სხეულის (ის, რის მოსაპოვებლადაც იოტისოდენა ძალისხმევა არ დაგჭირვებია, მით უფრო ამ ასაკში) სარფიანად გაყიდვის პროპაგანდა... ახლა როგორც გინდა გამიგეთ, მაგრამ ნებისმიერი ცირკის წინ მდგომი გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს, ვიდრე ამგვარად "მოაზროვნე" გოგჩოები. ფაქტიურად, ემანსიპაციისა და სითამამის საფარქვეშ ყველაზე მძიმე, ნებაყოფლობითი მონობა იმალება - როცა ქალი საკუთარი ნებით მოხმარების საგნად იქცევა ხოლმე...

და კიდევ, საინტერესოა, რომ მოყვანილ მაგალითებს წითელ ხაზად გასდევს უმაღლესი ხელისუფლებისა და დიდი ფულის ალიანსი... ყველაზე მტკიცე და ადეკვატური ალიანსთაგან ქვეყანაში, სადაც მიღებულია: არცერთი დღე არ გქონდეს ნამუშევარი არსად, საჯარო სამსახურის გარდა და ამავე დროს იყო... მილიონერი", - წერს გამსახურდია.