2008 წლის აგვისტოში, ბათუმში, შავ ზღვაში ორი გვამი გადააგდეს და ამით დანაშაულის კვალიც გაქრა. ექვსი წლის შემდეგ შს სამინისტრომ გაუჩინარებული მზვერვის პაატა ქარდავას და რეინჯერი დავით ცინდელიანის საქმე გახნილად გამოაცხადა. ამ გმახაურებულ საქმეზე განსასჯელის სკამზე მხოლოდ კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა მოხვდა.
ქარდავას და ცინდელიანის ახლობლები ბრალდებულ შამათავასთან ერთად კუდ-ის ხელმძღვანელის, დავით ახალაიას და იმ პირების დასჯასაც ითხოვენ, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ერთ-ერთ მონაწილედ ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას ასახელებს, თუმცა თავად გუნავა ბრალდებას პრემიერ-მინისტრის მიერ „საარჩევნოდ შეთითხნილს“ უწოდებს.
ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილის გაუჩინარების და მკვლელობის საქმის მონაწილეები კუდ-ის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია, რომან შამათავა და ყოფილი სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი თენგიზ გუნვა არიან.
„უდანაშაულო შვილი მომიკლეს სადისტურად ახალაიამ და შამათავამ, გუნაცავ საქმის კურსში იყო. ვითხოვ, დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ახალაია, გუნავა და შამათავა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაძლევთ პირობას, რომ შურს მე თვითონ ვიძებ, არ დავთმობ“, - განაცხადა თამარ არღვლიანმა.
კიდევ ერთი მოკლულის, მზვერავ პაატა ქარდავას შვილი, ქრისტინე ქარდავა ამბობს, რომ ტელევიზიით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დასცინიან მათ ოჯახს, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს გვამი ნაპოვნი არ არის და საქმის გახსნა არჩევნებს უკავშირდება.
„შამათავა ამას მარტო არ გააკეთებდა. უნდა დაისაჯოს ახალაია, გუნავა, ნარსია და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც მამა არაფრისთვის მომიკლეს“, - ამბობს ქრისტინე ქარდავა.
გამოძიებამ დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას მკვლელობის ბარლდებით დამნაშავედ ცნო რომან შამათავა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ შამათავამ ქარდავა და ცინდელიანი ბორკილდადებული, თვალებახვეული ჩასვა ნავში, ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი, შევიდა ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში თითო გასროლით მოკლა ისინი. შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები ზღვაში გადაყარა.
ჩადენილი დანაშაულისთვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად ბრალდებული შამათავა წარდგენილ ბარლდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შესაბამისად, პროკურატურის დასკვნას ბრალის წარდგენის ნაწილში ხელი არ მოაწერა. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო და მთავარი პროკურატურა იძიებენ.
მიუხედავად მოკლული ქარდავას და ცინდელიანის ოჯახის წევრების განცხადებისა, რომ შამათავა მისი ხელმძღვანელის დავით ახალაიას დავალებით მოქმედებდა, გამოძიებას ამ საქმეში ახალაიასთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებია. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.
For.ge-ს ინფორმაციით, ამ მკვლელობებში დავით ახალაიას ბრალეულობა გამოკვეთილია. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ რომან შამათავა არ არის ერთადერთი, რომელიც მისი მეჯვარის, დავით ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს, რადგან, გამოძიებასთან უკვე თანამშრომლობს და ჩვენებებსაც აძლევს აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი, ბრალდებული თემურ პატარიძე. For.ge-ს ინფორმაციით, ქარდავას და ცინდელიანის საქმის გახსნაში სწორედ პატარიძეს მიუძღვის დიდი წვლილი. შეგახსენებთ, რომ თემურ პატარიძე უშუალოდ ხელმძღვანელობდა 2008 წელის აგვისტოში ბათუმელი მზვერავის, როინ შავაძის მკვლელობის ოპერაციას. თუმცა, ამ საქმეზე გამოძიებას მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია.
შავაძის ადვოკატი როინ პაპიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ დაიკითხნენ აჭარის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ თემურ პატარიძის დავალებით ახდენდნენ შავაძის ბადრაგირებას ბათუმიდან თბილისში, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვისთვის იყო დაკავებული. ამავე ჩვენებით, ბადრაგირებისას აჭარის საზღვართან მანქანა თითქოსდა შავაძის თხოვნით შეაჩერეს, შეუხსნეს ხელები, რა დროსაც მან სპეცდანიშულების რაზმს იარაღი გამოსტაცა და შეეცადა გაქცევას, ამიტომ იძულებული გახდნენ მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია.
თემურ პატარიძე უარაყოფდა შემთხვევის ადგილზე მის ყოფნას, მაგრამ გამაოძიების მიერ ამოღებული იყო მტკიცებულება, შემავალი და გამავალი სატალეფო ზარი, რითაც დადასტურდა, რომ პატარიძე დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. მოგვიანებით პატარიძემ დაკითხვაზე განაცხადა, რომ მერაბიშვილის ბრძანებით ახდენდა შავაძის თბილისში ტრასპორტირებას. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, მერაბიშვილი ამ დრომდე არ დაკითხულა. გარდა ამისა, დაცვა ითხოვს გივი თარგამაძის დაკითხვას, რომელმაც 2008 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით განაცხადა, რომ ომამდე ერთი თვით ადრე არსებობდა როინ შავაძის წინააღმდეგ ინფორმაცია, თუმცა, ამ განცხადების ირგვლივ ის არ დაუკითხავთ.
„არაოფიციალური განცხადებით, ეს იყო დათა ახალიას დავალება. 15 აგვისტოს, მკვლეობიდან ერთი დღით ადრე ადგილზე ჩასული იყო გია დგებუაძე იგივე „მასტერა“. როინ შავაძე სახლიდან გაიყვანა გიორგი ჩიქოვანმა იგივე „მაიმუნამ“ და მიიყვანა აჭარის კუდ-ის შენობაში.
მაქვს ინფორმცია, რომ თემურ პატარიძე აქტიურად თანაშრომლობს გამოძიებასთან.
ქარდავას და ცინდელიანის საქმეც მისი ჩვენების საფუძველზე გაიხსნა. როგორც ჩანს, არსებობს გარიგება პატარაიძესთან, რომ შავაძის საქმეს არ მოჰკითხავენ, თუ გამოძიებას სხვა საქმეების გახსნაში დაეხმარება. პატარიძე არის უშუალო შემსრულებელი, ის ხელმძღვანელობდა ოპერაციას. ეს საქმე რომ ჩამოეწეროს პატარიძეს ცინდელიანის და ქარდავას საქმე გაახსევინა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას როინ პაპიძე.
მოკლული მზვერავის მეუღლე, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ლიკვიდაცაიის ბრძანება უმაღლესი თანამდებობის პირებისგან იყო გაცემული.
„ბრძანება იყო ზემოდან. არის ინფორმაცია, რომ ეს ახალაიას და მერაბიშვილის ბრძანება იყო. ამობენ იმასაც, რომ გიგი უგულავასთან შელაპარაკება მოუვიდა გორში. ომის დროს ჩემი მეუღლე პიკაპით ორჯერ მიბრუნდა ფრონტის ხაზზე და გამოიყვანა დაჭრილები. უგულავას უთქვამს, შენ ვინ გკითხავსო და შეუგინებია, ჩემს მეუღლეს ხელი დაურტყამს. ზემოდან რომ არ ყოფილიყო ბრძანება, არ არსებობს, რომ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლებს საკუთარი ინიციატივიტ მოეკლათ.
ფაქტია, რომ ვიღაცის დავალებით მოკლეს. რაც შეეხება თემურ პატარიძეს, ის იყო შემთხვევის ადგილზე, ხალხმა დაინახა. ამბობენ, რომ ამ მკვლეობაში მერაბიშვილის ბრძანებით მონაწილებდნენ ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, თემურ პატარიძე, გია დგებუაძე იგივე „მაიმუნა“ და კუდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც აღიარეს, რომ ვესროლეთო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ციცინო შავაძემ.
ასე რომ, პატარიძის შემდეგ, შესაძლოა, გამოძიებასთან თანამშრომლობა უკვე რომან შამათავამაც დაიწყოს. იურისტი, გელა ნიკოლეიშვილი for.ge-სთან საუბრისას განამარტავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა მიღებული პრაქტიკაა. როდესაც ბრალდებული გამოძიებას ეხმარება დანაშაულის გახსნაში, ეს უკვე საფუძველია იმისა, რომ ბრალდებულთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. მისი განმარტებით, ეს იქნება ნაკელები სასჯელი, თუ საერთოდ სასჯელისგან განთავისუფლება, უკვე პროკურატურის პრეროგატივაა.
შამათავას ინტერესების დამცველი, რომეო საჯაია აცხადებს, რომ ცრუ ჩვენების მიცემას რომამ შამათავა არ დათანხმდება.
„რაც შამათავას არ ჩაუდენია, რა დავალებასც მას არ მიუღია, იმას რა თქმა უნდა, არ აღიარებს. რაც შეეხება ახალაიაზე გასვლას, გვაქვს ინფორმაცია, რომ პროკურატურა მუშაობს ამაზე. ჩვენ გამოვკითხეთ 32 პატიმარი, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე მიმდინარეობს ზეწოლა სხვადასხვა ფორმით. თუ ისინი ხელს დაადებენ ახალაიებს, სხვებს, ჰპირდებიან ციხიდან გამოსვლას“, - ამაბობს for.ge-სთან საუბრისას რომეო საჯაია.
მისი თქმით, მოწმეები, რომელთა ჩვენების საფუძველზე გახსნა გამოძიებამ ქარდავას და ცინდელიანის საქმე, მხოლოდ შამათავაზე საუბრობენ. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას 2013 წელს უკვე ჰქონდა ის ჩვენებები, რის საფუძველზე წაუყენეს შამათავას ბრალი.
„ხელისუფლება ელოდებოდა არჩევნებს. შსს-ს თანამშრომლები, კერძოდ ოლეგ კვაშლავა, გია ფაჩულია, ტარიელ ბარამია და მალხაზ მურღულია, ჩვენებებში ამბობენ, რომ ამ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. თუ ამ ადამიანებმა შამათავასთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ამ მკვლელობაში, მაშინ რატომ არიან ისინი დღეს შსს-ს თანამშრომლები და რატომ არ არიან დაკავებულები?! ეს არის აღიარება იმისა, რომ შამათავას მხრიდან ამ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ამ ადამიანებს იყენებენ.
ჩვენებაში ამბობენ, რომ ეს პიროვნებები იარაღის მუქარით ქალაქში აიყვანეს, ჩასვეს კატერში და ა.შ. ჯგუფური მკვლელობაა და ისინიც უნდა დაისაჯნენ - ეს ადამიანები შამათავას წინააღმდეგ ყველა საქმეში იძლევიან ჩვენებას.
ამ საქემში ასევე ფიგურირებს დავით დემურია, განსაკუთრებულ საქმეთა საქმის სპეცრაზმელი, რომელიც შარშან ხობში სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა. თითქსოდა, ერთ-ერთ პირს დაადო იარაღი და ეს ადამიანები მან გაიტაცა. თუ ეს ჩვენება ჰქონდათ, მაშინ რატომ დააჯილდოვეს ეს კაცი ახლახან და რატომ გადასცეს საცხოვრებელი ბინა?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რომეო საჯაია, რომლის განცხადებით, საქმის მასალები 2013 წლით არის დათარიღებული.
დავით ცინდელიანის მამა, ზაურ ცინდელიანი გამოძიებისგან კატეგორიულად ითხოვს დავით ახალაიასთვის ბრალის წაყენებას და მის ექსტარდირებას საქართველოში.
„შამათავა არის შემსრულებელი, ის არის ქილერი. მან შეასრულა დათა ახალაიას ბრძანება. პოლიციის უფროსი იყო თენგიზ გუნავა. ამ საქმეში ფიგურირებს ვანო მერაბიშვილიც, მარტო შამათავა არაფერ შუაშია. გამოძიება მიმდინარეობს და გამოჩნდება ახალაიას როლიც, არიც ჩვენებები და მოწმეებიც. სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ მკვლელის საქართველოში ექსტრადირება, საბერძნეთშიც რომ დამჭირდეს ჩასვლა, ჩავალ და ჩემი უდანაშაულო შვილის მკვლეობას არ შევარჩენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაურ ცინდელიანმა.