გოჩა რატიანი ტოივო კლაარს შეხვდა

გოჩა რატიანი ტოივო კლაარს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი, დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება, მიმდინარე საკითხები და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მნიშვნელობას და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკას ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.