მამაკაცებს ყველაზე მეტად წითელი ფერი იზიდავთ

მამაკაცებს ყველაზე მეტად წითელი ფერი იზიდავთ

წითელი ფერი მრავალი ერის კულტურაში სიყვარულსა და რომანტიკასთან ასოცირდება.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ წითელ სამოსში ჩაცმული ქალი, მამაკაცების აზრით, კომუნიკაბელურია და მისგან უარით გასტუმრებას ნაკლებად ელიან.

ნიუ იორკის როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერების მტკიცებით, წითელი სიყვარულისა და ვნების ფერია და იგი ქალს ძლიერი სქესისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.

ერთ-ერთი კვლევის დროს მამაკაცები უპირატესობას იმ ქალებს ანიჭებდნენ, რომელთა ფოტოებიც წითელ ჩარჩოში იყო ჩასმული. შემდეგი დავალებით მამაკაცებს უნდა დაესახელებინათ თანხა, თუ რამდენს დახარჯავდნენ პაემანზე. აქაც წითელ სამოსში ჩაცმული ქალები უპირატესობით სარგებლობდნენ.

მეცნიერების აზრით, წითელი ფერისკენ სწრაფვა ძლიერ სქესში ბიოლოგიური ინსტინქტებით ხდება. ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, არა მხოლოდ ადამიანებს, მამრ პრიმატებსაც კი ეკრანზე ნაჩვენები მდედრი წითელი ფერით უფრო სასურველად მიაჩნიათ.