შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული როსტომ ა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).