მრავალგზის მიტყეპილ რუს ქალბატონს – ოქსანა გრიგორიევას ამდენი წვალება “დაუფასდა“. ცოტა ხნის წინ, ოქსანამ, ამერიკის შერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი ქმრის, ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის – მელ გიბსონისგან კიდევ 300 ათასი დოლარი მიიღო, რაც მისი ადვოკატების ხარჯის გასასტუმრებლადაა განსაზღვრული.
მთლიანად, ოქსანას დამცველი ადვოკატების რაოდენობა საკმაოდ დიდია და მათი საერთო რიცხვი, ორმოცს შეადგენს. ამ სასამართლომდე, ჯარიმის სახით გიბსონს ფული ადრეც გადაახდევინეს. ნაშინ, მელ გიბსონს სასამართლომ გრიგორიევას სასარგებლოდ 60 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა ალიმენტის სახით, ასევე მანვე უნდა გადაიხადოს ყველა ხარჯი სახლისათვის, რომელშიც ოქსანა და მათი საერთო შვილი ლუსია ცხოვრობენ.
ყველაფერთან ერთად, ყოველთვიურად ბავშვისთვის მსახიობი 5 ათას დოლარს ისედაც იხდის. ამჟამად გრიგორიევასა და გიბსონს შორის დავა ბავშვზე მეურვეობის უფლების თაობაზე მიმდინარეობს.