ალექსანდრ ლუკაშენკო: სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია

ალექსანდრ ლუკაშენკო: სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია

დეკემბერში ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მეოთხე ვადით აირჩიეს.  დემოკრატიისთვის მებრძოლმა მისმა ოპონენტებმა კი არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ქუჩაში გამოვიდნენ. მილიციამ დაახლოებით 700 ადამიანი დააკავა, აქედან 42-ს ბრალი წაუყენეს, მათ შორის ბუნტის ორგანიზებისთვის. ეს დანაშაული 5-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოსვლების ჩახშობამ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აიძულა ლუკაშენკოს და სხვა ბელორუსი ლიდერების მოგზაურობაზე სავიზო აკრძალვები შემოეღო და მათი აქტივები გაეყინა. ოთხშაბათს ბელორუსის ხელისუფლებამ სამ ადამიანს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თან სასჯელს ისინი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან. სამსაათიანი ინტერვიუს დროს Washington Post-ის პასუხისმგებელ რედაქტორთან ლელი ვეიმუტთან ლუკაშენკო ხან მებრძოლ განწყობაზე იყო, ხან კი ჩიოდა. ინტერვიუ ინგლისურ ენაზე იწერებოდა. ლუკაშენკოს თანაშემწე თარჯიმნის როლში იყო, შემდეგ კი საუბრის ჩანაწერი გაშიფრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან

 

აშშ- და ევროკავშირმა თქვენი და თქვენი მთავრობის ხელმძღვანელების მოგზაურობაზე აკრძალვები შემოიღეს. ამ ფაქტმა დაგაფიქრათ?

- ეს რომ ხვალ მომხდარიყო, იგივეს გავაკეთებდი. მე დავიცავდი მთავრობის სახლს, რადგან კონსტიტუციის თანახმად ვალდებული ვარ ასე მოვიქცე.

 

ამ მოვლენებამდე რამდენიმე კვირით ადრე თქვენ სახელმწიფო მდივანი კლინტონი შეგხვდათ. შეერთებულ შტატებს იმედი ჰქონდა, რომ უფრო გახსნილი იქნებოდით, როგორც ამას ადრე აკეთებდით. ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცით, ამიტომ ადამიანებს გაუკვირდათ, როდესაც კურსი აბსოლუტურად შეცვალეთ. რატომ გააკეთეთ ეს?

- ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამერიკელები და ევროპელები დაინტერესებულები იყვნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში, ჩვენთან კეთილი ურთიერთობების განვითარებაში. სამწუხაროდ 19 დეკემბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ეს არ გსურთ.

 

აშშ საკუთარი პირობების შესახებ ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა. მათ დემოკრატია და გამჭვირვალობა სურთ. ვაშინგტონს მისი პირობები არ შეუცვლია.

- ჩვენ კი მკაფიოდ გეუბნებოდით თქვენ, რომ ბელორუსში აშშ-ზე ნაკლები დემოკრატია არ არის.

 

თუკი თქვენ არჩევნებს ატარებთ, ხოლო ცხრა კონკურენტი კანდიდატიდან შვიდი ციხეში ხვდება, ეს დასავლეთისთვის კარგი სიგნალი არ არის და არ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა გახსნილი და დემოკრატიულია. ამავდროულად, არსებობდა შეზღუდვები იმ ფინანსურ სახსრებზე, რომლის შეგროვებაც კანდიდატებს შეეძლოთ, ასევე მათ გამოსვლებზე ტელევიზიით. ერთი სატელევიზიო დებატი გაიმართა და იქაც არ მონაწილეობდით.

- საქმე ის კი არ არის, რომ კანდიდატებისთვის მედიაში დროებითი შეზღუდვებია, არამედ იმაში თუ რას ამბობდნენ ეს კანდიდატები. ისინი ამბობდნენ, რომ ლუკაშენკო ჩამოსახრჩობია. ბელორუსი თავისებური ქვეყანაა. ამიტომ ამერიკელები ძალიან ნეგატიურად განეწყვნენ არჩევნების შედეგების მიმართ.

 

ამერიკელები ნეგატიურად განეწყვნენ 19 დეკემბრის დაპატიმრებების მიმართ.

- როგორ იმოქმედებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და უსაფრთხოების სამსახურები, თუკი 3 000 კაცი თეთრ სახლს მიადგებოდა და იქ შეჭრას შეეცდებოდა?

 

თუკი ისინი მართლაც ცდილობდნენ სამთავრობო შენობებში შეჭრას, შეიძლებოდა მათი დაჯარიმება ან დაპატიმრება, მაგრამ არა 15 წლით. თქვენ მართლაც გსურთ ამ ადამიანების გასამართლება?

- თქვენი ინფორმაციით ჩვენ ვინმე 15 წლით გავასამართლეთ?

 

გავრცელდა ცნობა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დემონსტრანტი გასულ კვირა გაასამართლეს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ის კი მხოლოდ კანდიდატის თანაშემწე იყო. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სხვებსაც შეიძლება 15-წლიანი პატიმრობები  მიუსაჯონ. მართალია?

- შეიძლება. კანონი ასეთია. თქვენმა სპეცსამსახურებმა რომ გაიგონ, რომ ადამიანები მასობრივი არეულობების მოწყობას გეგმავენ, ისინი ასობით-ათას ადამიანს დააპატიმრებენ.

 

მე ასე არ ვფიქრობ.

- თქვენ რომ ასე არ ფიქრობთ ვიცი. გთხოვთ მითხრათ როგორც დემოკრატიის წარმომადგენელმა, რატომ დაანგრიეთ ერაყი? ეს საერთაშორისო დანაშაულია… რა რეაქცია გქონდათ თქვენი კოლეგა ჟურნალისტის გაუპატიურებაზე ეგვიპტეში?

 

ეს საშინელება იყო, მაგრამ ეს ეგვიპტელებმა ჩაიდინეს

- ისინი ხომ თქვენი მეგობრები არიან. რატომ არ დაიკავეთ მტკიცე პოზიცია? გეშინიათ, რადგან იქ საკუთარი ინტერესები გაქვთ. ხელისუფლებასთან, რომელიც [ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი] მუბარაქს შეცვლის კარგი ურთიერთობის დამყარება გსურთ, ამიტომ ფეხზე დაიკიდეთ ის გაუპატიურებული ქალი, მიუხედავად იმისა რომ თქვენი მოქალაქეა, მაგრამ ეს რომ ბელორუსში მომხდარიყო, ამაზე მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვირებდით. ამერიკულ დემოკრატიას ორი სახე აქვს.

 

თქვენ გამოიყენებთ ამნისტიის უფლებას დეკემბერის იმ საღამოს დაკავებული რომელიმე ადამიანის მიმართ?

- მე ამის უფლება მაქვს.

 

და გამოიყენებთ ამ უფლებას?

- როდესაც ამის დრო მოვა გეტყვით. ახლა ეს აუცილებელი არ არის. ამ ადამიანების მიმართ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. რატომ მიბიძგებთ იმისკენ რომ ჩავერიო?

 

ამ საქმეებიდან ზოგიერთი ძალიან ტრაგიკულია, მაგალითად იმ ოჯახური წყვილის საქმე, რომლებსაც სამი წლის ბავშვი ჰყავთ. თქვენ შეგიძლიათ მათი გათავისუფლება?

- მესმის, რომ თქვენ დავალება გაქვთ ამ კონკრეტულ საქმეზე ადვოკატის როლი ითამაშოთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი მშობელი, მანამდე ვიდრე მსგავს ქმედებებს დაგეგმავს საკუთარ შვილებზე და შედეგებზე უნდა დაფიქრდეს. პირადად მე არაფერი ვიცი ოჯახებზე, რომლებიც შვილებს დააშორეს. თქვენ ვის შესახებ წაიკითხეთ?

 

კანდიდატი ანდრეი სანნიკოვი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ირინა ხალიფი.

- გავარკვევ და გავცემ ბრძანებას რომ გაარკვიონ.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივეკაგებე“- ციხეში იმყოფებოდა და ბოლოს დედა გაათავისუფლეს.

- ეს ადამიანები დააკავეს იმიტომ, რომ არეულობებში ცენტრალურ როლს თამაშობდნენ, დედა კი მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს რომ პატარა ბავშვი ჰყავთ.

 

ხომ არ ფიქრობთ სისხლის სამართლის 193- მუხლის შეცვლაზე, რომელიც ართულებს არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას და ხელს უშლის მათ საქმიანობას ისე, რომ დევნის არ ეშინოდეთ?

- არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ არსებობს, თუ რა თქმა უნდა კანონს არ არღვევენ.

 

არ არის მართალი. რას იტყვით ბელორუსელქრისტიან-დემოკრატებზე”?

- როგორც ჩანს, ბელორუსში ”ქრისტიან-დემოკრატებს” არასდროს დავარეგისტრირებ. ისინი არეულობებში მონაწილეობდნენ. ისინი არა ”ქრისტიან-დემოკრატები”, არამედ ბანდიტები არიან.

 

რატომ გააძევეთ ქვეყნიდან 2008 წელს ამერიკის ელჩი?

- რად გვინდა ჩვენ ელჩი, რომელიც მეხუთე კოლონის საქმიანობას ხელმძღვანელობს?

 

თქვენ ამის მართლა გჯერათ?

- მე ბელორუსის პრეზიდენტი ვარ და მე ეს ვიცი.

 

როგორც გავიგე, თქვენ ადვოკატის საქმიანობა აუკრძალეთ იმ იურისტებს, რომლებიც  პრეზიდენტობის დაპატიმრებულ კანდიდატებს იცავენ. ამ კანდიდატებს ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. მეტიც, ადვოკატის წოდება ჩამოართვეს მინსკის ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარეს.

- თუკი ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს რომ მათ კანონი დაარღვიეს.

 

რატომ ხდება ის, რომ ციხეში მყოფ პრეზიდენტობის კანდიდატებს (ერთ-ერთი დღესაც იქ არის) ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ?

- თქვენ რასაც ამბობთ, ეს აშკარა ტყუილია. ადვოკატის ამოცანა თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრაა.

 

მაგრამ გაზეთებში ფართოდ შუქდება ის პრობლემა, რომ დაკავებულებს ადვოკატებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ აქვთ.

- რატომ საუბრობთ გაზეთებზე? ახლახანს Washington Post-ში სარედაქციო წერილი იყო, რომელმაც გამაოცა – აშკარა ტყუილი. სტატიაში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციამ ევროკავშირი უნდა დაარწმუნოს სანქციების შემოღებაზე. თანაც მიზანს წარმოადგენს რეჟიმის დასჯა ოპოზიციის ჩახშობისთვის.

 

და რა არის აქ არასწორი?

- ყველაფერი.

 

თქვენ ხომ ქუჩაში არ დადიხართ. საიდან იცით, რომ ეს არასწორია?

- მე რეალური დროის რეჟიმში ვუყურებდი იმას, რაც მთავრობის სახლთან ხდებოდა. მე მიმდინარე მოვლენებს მონიტორებზე ვაკვირდებოდი.

 

რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ტუნისსა და ეგვიპტეში?

- ეს თქვენ უკან დაგიბრუნდებათ. ის ფაქტი, რომ მთელი არაბული სამყარო რადიკალური ხდება… ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ კი ბელორუსში გსურთ ხელისუფლების შეცვლა. ჯობს ჩვენთან ითანამშრომლოთ.

 

როგორია თქვენი ფინანსური მდგომარეობა? თქვენ ახლა რუსეთზე ხართ დამოკიდებული? ბიუჯეტის სერიოზული დეფიცი გაქვთ.

- ჩვენ გარკვეული ეკონომიკური ხარვეზები გვაქვს, მაგრამ პოზიტიური ტენდენციებიც შეიმჩნევა. ამ წლის პირველი ორი თვის გნმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. წლის ბოლოს ვგეგმავთ მშპ-ს საერთო მოცულობიდან 10 ან 11%-იან ზრდას მივაღწიოთ. ნავთობის ფასები თითქმის გაორმაგდა, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ ნავთობის და გაზის იმპორტს.

 

აშშ-სგან და ევროკავშირისგან იზოლირებული ხართ. თქვენი მოქმედების გეგმა როგორია? თქვენი მოკავშირეები არიან ჩინეთი და ირანი?

- ჩვენ მთელ მსოფლიოში ვმუშაობთ. ძალიან გვინდა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა.

 

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დეკემბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. მომავალ არჩევნებზე სიტუაციის გამოსწორებას აპირებთ?

- მე ყველაფრის შეცვლა არ შემიძლია. ეს საარჩევნო კოდექსი არაფრით ჩამოუვარდება რუსეთის, ყაზახეთის ან აზერბაიჯანის საარჩევნო კანონმდებლობას. ამ ქვეყნებთან კი მშვენივრად ვთანამშრომლობთ.

 

რა აზრი გაქვთ პრეზიდენტ ობამაზე?

- კარგი, ოღონდ თქვენ არ აძლევთ მას მუშაობის საშუალებას.

 

ვინთქვენ“?

- ოპოზიცია.

 

რესპუბლიკელებსგულისხმობთ?

- არა მხოლოდ ”რესპუბლიკელებს”. ვგულისხმობ ბიზნესმენებს, სპეცსამსახურების გარკვეულ ნაწილს. ვფიქრობ, ობამას არ სურს კენედის ბედის გაზიარება.

 

ამაზე რატომ ალაპარაკდით?

- თუკი ობამა საკუთარ კურსს განაგრძობს, იქნებიან ადამიანები რომლებსაც ეს არ მოეწონებათ, ის უმრავლესობის ინტერესებს დაიცავს, მაგრამ არსებობენ რადიკალები, რომლებსაც ასეთი კურსი არ მოსწონთ, რასაც შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს.

 

თქვენ ხუმრობდით იმის თაობაზე, რომ ევროპის უკანასკნელი დიქტატორი ხართ.

- ეს მადლენ ოლბრაიტმა თქვა. [შენიშვნა: ეს თქვა კონდოლიზა რაისმა და არა ოლბრაიტმა].

 

თქვენც ასეთი აზრი გაქვთ საკუთარ თავზე?

- ეს მან თქვა ასე. ის გონიერი პოლიტიკოსია, მაგრამ სისულელე თქვა. სისულელე იმაში მდგომარეობს, რომ ბელორუსს და ლუკაშენკოს არა აქვთ რესურსები იმისთვის, რომ დიქტატორი იყოს.

 

2008 წელს თქვენ გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები და მედიაც ოდნავ ამოასუნთქეთ. მოულოდნელად ყველაფერი რადიკალურად შეცვალეთ და მარწუხებს მოუჭირეთ.

- ეს თქვენ გეჩვენებათ.

 

ვცდები?

- თქვენ ეშმაკი, სასტიკი და გამოცდილი ადმიანი ხართ. მაგრამ ასე რატომ ცდებით?

 

თქვენ უნდა შეეგუოთ იმას, რომ ვერ შესძლებთ თან ამ ადამიანების გასამართლებას და თან იმის იმედზე ყოფნას, რომ ამერიკა ამით კმაყოფილი იქნება.

- ღმერთო დაგვიფარე, თქვენ ისევ ამ ადამიანებზე ლაპარაკობთ. ნუ ნერვიულობთ მათზე. მათი ბედი მათვე ეკუთვნით.

 

მე მათზე ვნერვიულობ. რატომ არ გსურთ, რომ ამ ადამიანების ბედი საკუთარ ხელში აიღოთ და შეიწყალოთ ისინი?

- ამერიკელებს გადაეცით, რომ ჩვენ სისხლისმსმელები არ ვართ.

 

რას ნიშნავს ეს? შეიწყალებთ მათ? ფიქრობთ რომ ამ ადამიანებს რამით დაეხმარებით? როგორც ჩანს, საშინელი სიტუაციაა.

- არც ისეთი საშინელია, როგორც თქვენ გეჩვენებათ.

 

მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი კონკურენტები დატოვოთკაგებე“- ციხეში, რომელსაცამერიკანკა“- უწოდებენ. როგორ აკეთებთ ამას? და ამის შემდეგ ამბობთ, რომ დასავლეთი გონივრულად არ იქცევა?

- მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი „ამერიკანკა“-ს კედლებში არ ისხდებიან.

 

კარგი, თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში, მათ ეს გააპროტესტეს. არ მოეწონათ არჩევნების შედეგები. აშშ-ში ასეთი რამ მუდმივად ხდება, მაგრამ რატომ გამოამწყვდიეთ ეს ხალხი ციხეში?

- კარგი, მაგრამ ფანჯრების ჩამტვრევა რა საჭიროა.

 

რას იტყვით იმ ბრალდებაზე, რომ ფანჯრებს თქვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები ამსხვრევდნენ.

- გეფიცებით, ეს ჩვენი ხალხი არ იყო. ეს ვიდეოჩანაწერებითაც დასტურდება.

 

რატომ არ უშვებთ ბელორუსიაში მედიის თავისუფალ მუშაობას?

- მე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არ მეშინია.

 

მაშინ რას იტყვით დამოუკიდებელ ტელევიზიასა და გაზეთებზე?

- ჩადით ჩემი ოფისის პირველ სართულზე და იყიდეთ ოპოზიციური გაზეთი.

 

თქვენს ინტერნეტს სახელმწიფო აკონტროლებს.

- ინტერნეტში სახელმწიფოს არაფერი ეკუთვნის. არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის საიტი.

 

თქვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა გსურთ და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რასაც აშშ იმისთვის ისურვებდა, რომ ურთიერთობა აღდგეს?

- მე მარტივად ვამბობ, რომ არანაირი დაფარული მოსაზრებები არ მაქვს. არ ვაპირებ ამერიკელებთან და ევროპელებთან პოლიტიკურ თამაშს.

 

რატომ აუკრძალეთ ჩემს შვილებს ამერიკაში გამგზავრება? ისინი „ალ-ქაიდას“ წევრები არ არიან. რატომ დასაჯეთ ჩემი შვილები? რა კავშირი აქვთ მათ ამ მოვლენებთან? რატომ აუკრძალეთ მოგზაურობა იმ ათობით ადამიანს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და 19 დეკემბრის მოვლენებთან, რომელზეც თქვენ საუბრობდით არანაირი კავშირი არა აქვთ?

 

როგორც ჩანს, თქვენ და ამერიკის მთავრობა შესძლებთ მორიგებას.

- ჩვენ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით თქვენი მიმართულებით. თქვენ კი მოგვატყუეთ და აღარ გენდობით.

 

თქვენ სერიოზულად ამბობთ იმას, რომ აშშ- და ევროკავშირის სანქციები არ გენაღვლებათ?

- აბსოლუტურად. ძალიან უწესოდ გვეპყრობით. თუკი თქვენ გსურთ, რომ მე და ჩემი ხალხი დაგვაჩოქოთ, ეს არ მოხდება. არაფერი გამოგივათ.

 

მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ციხიდან უნდა გაათავისუფლოთ. არ გეცოდებათ ისინი?

- მობრძანდით სასამართლოზე და დაუდექით მათ ადვოკატებად. ეს ადამიანები თქვენი პროპაგანდით ხელმძღვანელობდნენ, თქვენს ფულს იღებდნენ.

 

თქვენ აშშ- ადანაშაულებთ იმაში, რომ ეს ადამიანები ციხეში აღმოჩნდნენ?

- სხვა ვინ უნდა დავადანაშაულო? თქვენ აძლევდით მათ ფულს. აბა ჩინეთი დავადანაშაულო? არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში მეხუთე კოლონა შექმნათ… ბელორუსში არსებული სისტემა შეარყიოთ. მე ნორმალური ხელისუფლება მაქვს, მაგრამ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ შეატრიალოთ და მოვლენები არ შეცვალოთ…

 

როგორც ეგვიპტეში?

- ლიბია, ეგვიპტე.

 

როგორც ჩანს, თქვენ პრობლემები არასდროს გექნებათ.

- არ მექნება. ახლახანს საქართველოში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასტიკად ჩაახშო ოპოზიციის მანიფესტაცია. თქვენ კი მასთან ურთიერთობას განაგრძობთ. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილი თქვენი ძაღლიშვილია.

 

გადაეცით ამერიკელებს, რომ ჩვენ მათ უდიდეს პატივს ვცემთ. ჩვენ არასდროს შევქმნით რკინის ფარდას და არ შევუშლით ხელს მათ ბელორუსში მოგზაურობას.

[foreignpress.ge]