კომპანია Disney–მ "მარტოხელა რეინჯერის“ რეჟისორად გორ ვერბინსკი დანიშნა, იუწყება საიტი Deadline.
მარტოხელა რეინჯერი – უამრავი ამერიკული სატელევიზიო და კინოფილმების, საპნის ოპერებისა და რადიო დადგმების გმირია. პირველად ეს პერსონაჟი მაყურებემა გასული საუკუნის 30–იან წლებში გაიცნო. სიუჟეტის თანახმად, მისი მონაწილეობით გადაღებულ ყველა ფილმში და სპექტაკლში მარტოხელა რეინჯერი ველური დასავლეთში მოგზაურობს და სამართლიანობას იცავს. ამაში მას ხელი უწყობს მისი მეწყვილე, ინდიელი ტონტო.
ახალ ფილმში ტონტოს როლს ჯონი დეპი განასახიერებს. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ შეასრულებს მთავარი გმირის როლს ჯერ უცნობია. სურათის პროდიუსერი ჯერი ბრუკჰაიმერი იქნება. გადაღებების დაწყების თარიღი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
დეპის და ვერბინსკის აქამდეც არაერთხელ უმუშავიათ ერთად. ჯონი დეპი კინოსერიალის “კარიბის ზღვის მეკობრეების“ ერთ–ერთი მთავარი გმირია, რომლის პირველი სამი ნაწილი ვერბინსკის მიერ არის გადაღებული. (მეოთხე სერიის რეჟისორია რობ მარშალი.) გარდა ამისა, დეპმა, ვერბინსკის კომპიუტერული ანიმაციური ფილმში “რენგო“, პერსონაჟი სახელწოდებით ქამელეონი, გაახმოვანა.