ბრიტანელმა მუსიკოსმა და მსახიობმა სტინგმა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე Central Park West -ში თავისი დუპლექსის ტიპის ბინა, 29%-ით დაბალ ფასად გაყიდა. ცნობა იმის შესახებ, რომ სტინგი თავის მანჰეტენის ბინას ყიდდა, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. თუმცა ბინა იმ დროისთვის 19 მილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული.
გეზეთ New York Observer-ის ცნობით, ბინის ბოლო ფასი 17,75 მილიონი აშშ დოლარი იყო. ამგვარად, 24,9 მილიონთან შედარებით, რა თანხასაც სტინგი თავის ბინას 2006 წელს აფასებდა, მომღერალმა ფასი თითქმის სამჯერ შეამცირა.
ცნობილმა მომღერალმა ბინა ოთხი საძინებლით, თავისი მეგობარი მუსიკოსი ბილი ჯოელისგან 1980 წელს შეიძინა. ამჟამად, ბინის ახალი მფლობელი ვინმე მაიკლ ნაიფი გახდა.
სტინგი, რომელიც 1951 წელს დაიბადა 1976-1984 წლებში მუსიკალური ჯგუფის “The Police” ლიდერი გახდა. 1984 წლიდან კი ის სოლო პროგრამით გამოდის. სტინგს მუსიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.