აღნიშნული წერილი პასუხი იყო იმ ინტერვიუზე, რომელიც ტილსტონმა მუსიკალურ ჟურნალ ZigZag–ს მისცა. ლენონმა წერილი გამოცემის რედაქციაში გაგზავნა, მაგრამ მან ადრესატამდე ვერ მიაღწია. მოგვიანებით წერილი ჩრდილოამერიკელმა კოლექციონერმა შეიძინა. ხუთი წლის წინ იგი ტილსტონს დაუკავშირდა და წერილი უჩვენა. შედეგად, მუსიკოსმა ლენონის მიერ მისადმი გამოგზავნილი წერილის წაკითხვა მხოლოდ 34 წლის შემდეგ შეძლო.
ZigZag–თან ინტერვიუში ტილსტონი, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, ამბობდა, რომ არ სურს გამდიდრება. მუსიკოსის აზრით, სიმდიდრე ნეგატიურად იმოქმედებდა მასზე და კარგი სიმღერების დაწერას ვეღარ შეძლებდ.
ამის პასუხად ლენონმა მისწერა, რომ “სიმდიდრე არ ცვლის თქვენს ცხოვრებას ისე, როგორც თქვენ გგონიათ”. “განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ აღარ ხარ იძულებული, იფიქრო ფულზე, საკვებზე, სახლზე და ა.შ. ყველაფერი დანარჩენი არის ემოცია, მიდგომები იგივე რჩება” – ნათქვამია ლენონის წერილში.
როგორც იოკო ონომ აღნიშნა, მას ახსოვს როგორ წერდა ლენონი ამ წერილს. “ჯონისთვის ეს წერილი რაღაც განსაკუთრებული იყო, იგი ხომ კოლეგა–მუსიკოსს წერდა და ამიტომ შეეცადა, რომ მისი სიტყვები ქადაგებას არ დამსგავსებოდა” – თქვა მან.