სამძებრო-სამაშველო სამუშაოების 10 საათი - დარიალის ხეობაში დაკარგულებს ეძებენ. დაუზუსტებელი ცნობით, სტიქიას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა სპეციალური შტაბის სხდომა სტეფანწმინდაში გამართა.
მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. გაჩნდა ხევის დატბორვის საშიშროებაც. მოვლენათა ეპიცენტრში რატი ხვისტანია.